მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ფილოლოგ რევაზ სალიას შეხვდნენ
14-11-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ფილოლოგ  რევაზ სალიას შეხვდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რევაზ სალიასთან შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან ფილოლოგმა ბიძაზე - კალისტრატე სალიაზე ისაუბრა.

ისტორიკოსი კალისტრატე სალია ევროპაში სახელგანთქმული ქართველოლოგი იყო და მის სახელს ბევრი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი უკავშირდება.

„ღირსეული შვილისა და საამაყო ქართველის, კალისტრატე ზოსიმეს ძე სალიას ძმისწული, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ბატონი რევაზ სალია შეხვდა მედანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და საინტერესოდ ესაუბრა ბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203