წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კვირეული დაიწყო
14-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ფიქრია გორხელიძის ხელმძღვანელობით სამოქალაქო განათლების კვირეული დაიწყო.

სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა - „საქართველოს მრავალფეროვნება“. 

 IX, X  და XI კლასის მოსწავლეებმა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების (სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, ქურთები, აისორები, ქისტები, რუსები და სხვა) ხალხის ტრადიციებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ხაზი გაესვა ჩვენს ტოლერანტობას, მიმღეობას და პატივისცემას სხვადასხვა ხალხის მიმართ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო  V, V, V, IX, IX, X, XI კლასების მოსწავლეთა მიერ დამზადებული პოსტერები.

ამავე თემაზე კლასის საათი ჩატარდა VIII კლასში.

კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203