თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში იმყოფებოდნენ
14-11-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თამარიანის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თემის - „შემოსულა შემოდგომა“ ფარგლებში მათ სააზროვნო თამაშები ითამაშეს, შემოდგომაზე ფრაზები ააწყეს და მის სილამაზეზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ლექსებიც წარმოთქვეს, იმღერეს და იცეკვეს.
მოსწავლეებს პედაგოგი ანა გოლობიანი ხელმძღვანელობდა.