
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში შექმნილი პროგრამის „კორესპონდენტის“ წარმატებით დასრულებისათვის დაჯილდოვდნენ.
15 წარმატებულ მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცა.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მასში დღემდე საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეები არიან ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები