წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
14-11-2019
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის მოსწავლეები ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები სახლ-მუზეუმს პროექტის - „ჩვენ ვკითხულობთ დაჩის ზღაპრებს“ ფარგლებში ესტუმრნენ. მათ დამრიგებელი ნათია ჯანიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მუზეუმის ნახვით კმაყოფილები დარჩნენ.
„სასიამოვნო სიურპრიზი ნორჩ მკითხველებსთვის მწერლის შვილის დაჩი იოსელიანის მასპინძლობა იყო“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო