ზეინდარის საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
14-11-2019
ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდარის საჯარო სკოლის პირველ კლასში, ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. მათ „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის, ღვაწლს პატივი მიაგეს.

„პირველკლასელებმა ანბანის შესწავლასთან დაკავშირებით ჩაატარეს ლამაზი ღონისძიება. მასწავლებელმა მრავალფეროვანი რესურსებით მეტად საინტერესოდ გააცნო ბავშვებს პირველი ორი ასო ბგერა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203