წნორის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ვკითხულობთ ქართველი პოეტების ლექსებს“ განხორციელდა
14-11-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლაში VII კლასელთა პროექტი - „ვკითხულობთ ქართველი პოეტების ლექსებს" განხორციელდა.
კლასის ხელმძღვანელი თ. ზედელაშვილია.
პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმების სტანდარტის მიხედვით მოსწავლეთა შემოქმედებითობის, მასალის მოძიება-დახარისხების, კრეატიული აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და სხვა მრავალი უნარ-ჩვევის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „პროექტი მუსიკალურად იყო გაფორმებული და მოსწავლეები შესანიშნავად კითხულობდნენ - გ. ლეონიძის, მ. მაჭავარიანის, მ. ლებანიძის, ა. კალანდაძის და სხვათა ლექსებს“.
პროექტი საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში მასწავლებლები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.
„ერთობლივი ძალისხმევით წარდგენილი პროექტი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ თანამშრომლობა ახალი იდეების და წარმატების საწინდარია“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს