მედანის თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
13-11-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებენ.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203