ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხე-მცენარეები დარგეს
13-11-2019
ბა​თუმის N2 საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლეებმა, გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ხე-მცენარეები დარგეს.

ბათუმში, სოხუმის ქუჩაზე, ჯამში 70 ძირი ოქროსფერი ტუია და ჯაკარანდა დაირგო.

„დღეიდან სოხუმის ქუჩას ადგილობრივებთან ერთად მოზარდების სახელობითი ხეები ამშვენებს“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, მოსწავლეები გამწვანების აქციაში დიდი სიხარულით ჩაერთნენ.

მოსწავლეებს პედაგოგი სალომე ნაკაიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203