ძმაგულის საჯარო სკოლიდან პენსიონერი მასწავლებლები ღონისძიებით გააცილეს
13-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის ძმაგულის საჯარო სკოლაში პენსიონერ მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს და სკოლიდან საპატიოდ გააცილეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

„სკოლამ ოთხი ღირსეული და დამსახურებული პენსიონერი მასწავლებელი გააცილა, რომლებიც მუხლჩაუხრელად ემსახურებოდნენ მოსწავლეთა აღზრდა განათლებას.

სკოლაში შემოვიდნენ ახალგაზრდა მოტივირებული მაძიებელი კადრები, რომლებიც თანამშრომლობენ გამოცდილ პედაგოგებთან და იღებენ გამოცდილებებს. მათ უკვე მოიპოვეს ბავშვების ნდობა და სიყვარული“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, სკოლის პედაგოგთან შორის ორი წამყვანი, ხუთი კი უფროსი მასწავლებელია. ელოდებიან, რომ იანვრიდან სკოლას ათამდე უფროსი მასწავლებელი ეყოლება.

ძმაგულის საჯარო სკოლა სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში აქტიურადაა ჩართული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203