„ჩვენ ერთად სიკეთის სადარაჯოზე“ - ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
13-11-2019
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

კლასის დამრიგებელი - ნანა პაპუნიძე, მასწავლებელი კი მადონა მაღლაკელიძეა.

მოსწავლეებმა მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლში მინი სპექტაკლები დადგეს, მასპინძლებს დაურიგეს საჩუქრები და ტკბილეული.

„შეხვედრა თბილ, სიყვარულითა და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა. სიკეთე გადამდებია და მოვუწოდებთ სხვა კლასებს მსგავსი აქტივობებისკენ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203