ვაჩიანის საჯარო სკოლაში თემაზე - „რა არის საკვები“ ღია გაკვეთილი ჩატარდა
13-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მარინე ათოიანმა VII კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - რა არის საკვები.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.

მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობის დროს  გამოიყენა უამრავი საინტერესო რესურსი, რომ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203