გეგელიძეების საჯარო სკოლაში თემაზე - „ჩვენ გვიყვარს ბუნება“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
13-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეების საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნინო ბოლქვაძემ გარემოს დაცვის თემაზე გაკვეთილი - „ჩვენ გვიყვარს ბუნება“ ჩაატარა.
აქტივობაში მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა თემის შესაბამისი პლაკატები დაამზადეს და ბუნებაში ნერგებიც დარგეს.