ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
13-11-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.

დირექცია ულოცავს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გურამ სოზაშვილს, ნანა ბიკაშვილსა და ელენე მატიაშვილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩუქარს და წარმატებებს უსურვებს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203