ხეოთის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ყვავილების ზეიმი“ გაიმართა
13-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ყვავილების ზეიმი“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სიტყვები წარმოთქვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მათ მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად საშემოდგომო კუთხე მოაწყეს და ნობათი გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები შემოდგომის ზეიმში დიდი სიხარულით ჩაერთნენ.