ხონის N2 საჯარო სკოლის VI კლასში თემაზე - „კახეთი“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
13-11-2019

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის VI კლასში თემაზე კახეთიშემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს ისტორიის მასწავლებელი მაია მაჭარაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს კახეთის ღირსშესანიშნაობებზე, რთველზე, ასევე წარმოადგინეს ყურძნის დაწურვის იმიტაცია.შემაჯამებელ გაკვეთილზე ერთ-ერთმა ჯგუფმა შეასრულა სიმღერა კახეთზე.

ჯგუფებს მომზადებული ჰქონდათ კითხვები, რომელსაც უსვამდნენ ერთმანეთს.

გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი, რომელიც მოსწავლეების მიერ დამზადებული სერთიფიკატით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203