კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები და პედაგოგები სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ტრენინგში მონაწილეობდნენ
13-11-2019

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით,  მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს  რუსთავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო აქტივიზმისა და მონაწილეობის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი პროექტის ფარგლებში - „ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის“ - გაიმართა, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ახალგაზრდებმა, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანის“ უფროსკლასელებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ამასთან, სამოქალაქო აქტივიზმისა და თანამონაწილეობისთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203