წნორის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
13-11-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე - რამაზ ჯანაშვილი, გიორგი ჯანაშვილი, ლიზი ცქიტიშვილი, თაკო თეგაშვილი, ლილიკო ბერიაშვილი, სალომე ჯანყარაშვილი და მარიამ ხატიაშვილი წარმატებული სწავლისთვის დასაჩუქრდა.
წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებაზე, რომელიც სიღნაღში გაიმართა, წნორის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ჯილდოდ კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი თითოეულ მათგანს ულოცავს წარმატებას და წინსვლას უსურვებს.