კურსების საჯარო სკოლის მოსწავლემ ნახატების კონკურსში წარმატება მოიპოვა
13-11-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ანა ჩუბინიძე ამიერკავკასიის ნახატების კონკურსში - „გოგონები მშვიდობისათვის“/ „Girls for peace“ მონაწილეობდა.

ანა ჩუბინიძის შესრულებულმა მხატვრულმა კომპოზიციამ „იფრინეთ მშვიდობის მტრედებო“ ჟიურის აღიარება მოიპოვა და მოხვდა კონკურსის ქართველ მონაწილეთაგან გამარჯვებულ ხუთეულში.

„ანა ჩუბინიძეს ინფორმაციის მიწოდებასა და კონკურსში მონაწილეობის ორგანიზებაში დახმარება გაუწია გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნატო აბესაძემ, რომელიც 2010 წლიდან არის კულტურული მედიატორი გერმანიასა და საქართველოს შორის. ვულოცავთ ანას დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ მომავალში მრავალ გამარჯვებას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ნახატების კონკურსის შემაჯამებელი პრეზენტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203