„ემოციებით ფერების გამოხატვა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ხელოვნებაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
13-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში V კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ხელოვნებაში თემაზე:ემოციებით ფერების გამოხატვა. კლასის ხელმძღვანელი .ალავიძეა, ხელოვნების მასწავლებელი კი - . შავგულიძე.

„გაკვეთილზე შესვლისთანავე ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა რომ „ხელოვნებაა თავად უკვდავებაა". ეს იყო მასწავლებლის მზაობა, მოსწავლეთა განწყობა თუ დამსწრეთა მაღალი მოლოდინები. მოსწავლეებმა შესრულებული ნახატებით გამოხატეს თავიანთი ემოციები. კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ დავით გოგიძემ სკოლის დირექტორს თავისი შესრულებული ნახატი უსახსოვრა, რომელშიც სკოლისა და დირექტორისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოსავლენად თბილი ფერები ჭარბობდა.
გაკვეთილის მსვლელობისას განსაკუთრებით გულისხმიერი და მოსწავლეთა მიმართ მაღალი მოლოდინით აღსავსე იყო კლასის დამრიგებელი, რომელმაც ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი ნამუშევრებისათვის უახლოეს დღეებში სკოლაში სპეციალური გამოფენის მოწყობა დაანონსა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203