თელავის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს
13-11-2019
თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალ საკლასო ოთახში „შემოდგომის ზეიმი“ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა კლასში საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და ოთახი დეკორატიულად გააფორმეს.

„თელავის N7 საჯარო სკოლის I კლასმა ახალმოსახლეობა შემოდგომის ზეიმით აღნიშნა. პატარები სკოლის საკუთარი სახსრებით გარემონტებულ ლამაზ, სხვადასხვა კრეატიული რესურსით აღჭურვილ, განათებულ საკლასო ოთახში შევიდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის წარმომადგენელის თქმით, ზეიმმა ყველასთვის საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203