
ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ერევანში გამართულ ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.
ქორეოგრაფიული ანსამბლი, „მურჯი“, რომელიც საკონკურსო ფესტივალში - „GLOBAL ART FESTIVAL“ მონაწილეობდა, ერევანში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა.
ფესტივალი ერევნის ხელოვნების კავშირისა და კულტურის ცენტრ „მინორას“ ორგანიზებით ჩატარდა.
ანსამბლის წევრებმა კონცერტის შემდეგ სომხეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
იხილეთ ფოტოები