ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური წარმატებით გადალახეს
13-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისპირველი ტური ჩატარდა.

მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად და მონდომებით ჩაერთნენ.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ნინო ქაჯაიამ, დავით ნადარაიამ და მათე ნადარაიამ „ეტალონის“ პირველ ტურზე აიღეს უმაღლესი ქულები და მეორე ტურზე გადავიდნენ. ლედგებეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.  

2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203