წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი „ჩვენ გვიყვარს ქიმია“ ჩატარდა
13-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეულში, ვიქტორინა-კონკურსი - „ჩვენ გვიყვარს ქიმია“ ჩატარდა.

გამარჯვება XI კლასის გუნდმა მოიპოვა. ვიქტორინა-კონკურსს პედაგოგი თათია ივანეიშვილი ხელმძღვანელობდა.

ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ XI კლასის გუნდი „მენდატონი“, დევიზით - „ერთად ვცდილობთ, ერთად ვაღწევთ“ და XI კლასის გუნდი „დეკანო პინიონი“, დევიზით - „ძალა ერთობაშია“.

გუნდებს ერთი და იგივე დონის 8 შეკითხვა დაურიგდათ. მათი პასუხები სათანადო ქულებით შეფასდა.

განტვირთვის მიზნით, პედაგოგმა ამონიუმის ბიქრომატის გამოყენებით უსაფრთხო ცდა- „ვულკანის ამოფრქვევა“ ჩაატარა.

„ლიდერებს შორის გაიმართა ბლიც კითხვები, ბოლოს ჯგუფებმა კითხვები დაუსვეს ერთმანეთს, გაიმართა დისკუსია. შედეგებიდან გამომდინარე გაიმარჯვა XI კლასის გუნდმა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203