ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლა ღონისძიებაში - „კოლხური შემოდგომა“ მონაწილეობდა
13-11-2019
ქალაქ ჩხოროწყუში ყოველწლიური ღონისძიება - „კოლხური შემოდგომა“ გაიმართა, სადაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

„ჩხოროწყუობაზე“ ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა, 12-მდე მეგრული ეთნოპავილიონი და ბავშვთა სივრცე მოეწყო. ამასთან, ამ დღეს 6 საპატიო მოქალაქეც დააჯილდოვეს. ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, საბავშვო–საესტრადო ცოცხალი ბენდები და ცნობილი მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩხოროწყუობა მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203