მეორე ობჩის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება და კომპიუტერი“ განხორციელდა
13-11-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება და კომპიუტერი“ წარმატებით დასრულდა.
პროექტში სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ხელმძღვანელი კი ამავე კლასის დამრიგებელი თამარ დათუაშვილი იყო.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პედაგოგმა პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განახორციელა და მათში მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.