საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგემა სტატუსი აიმაღლეს
13-11-2019
ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის ერთმა პედაგოგმა მენტორის, ორმა პედაგოგმა წამყვანის, ხუთმა პედაგოგმა კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

„საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა ყოველთვის ცნობილი იყო პროფესიონალი პედაგოგებით... დღესაც სკოლა ამაყობს წარმატებული მასწავლებლებით, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებისათვის და აგრძელებენ უფროსი თაობის ტრადიციების.

ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ნათია მეკოკიშვლს მენტორის სტატუსის მინიჭებას, ელზა ზაკალაშვილს და თამარ ასთავიშვილს - წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, დარინა ჯავახიშვილს, ჯული აკოფაშვილს, ლიკა ზუკაკიშვილს, მანანა კურდღელაშვილს და ლეილა ბუზარიაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

სკოლას აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სხვა პედაგოგებსაც ვიხილავთ მათ რიგებში.

ვუსურვებთ სიახლეებით სავსე წელიწადს, წარმატებას და ბედნიერებას“.- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203