ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერალ მაია ტურაბელიძეს შეხვდნენ
13-11-2019
ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეები მწერალ მაია ტურაბელიძეს შეხვდნენ.

„06.11.19 - დღე, რომელსაც დიდი მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით ელოდნენ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეები- შეხვედრა მწერალ მაია ტურაბელიძესთან!

საქართველოსა და იტალიაზე უზომოდ შეყვარებული, ორი ქვეყნის შვილი, პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, რომელმაც მრავალმხრივ გვამოგზაურა ქართულ საბავშვო ჟურნალთა სამყაროში, საოცნებო ქვეყანაში - იტალიაში და ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი, ვულკან ეტნადან ჩამოტანილი ლავის ქვა, უსახსოვრა სკოლას!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

2 კლასის დამრიგებილი ქეთევან ცომაიაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203