
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ჩემი ჰობი“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი III კლასში ქართული ენის მენტორმა მასწავლებელმა ნატო ლომთაძემ ჩაატარა.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა საყვარელ საქმიანობაზე თავიანთი ნამუშევრები და პრეზენტაციები წარმოადგინეს; ასევე თავიანთ გატაცებებზე და ინტერესებზე ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მასწავლებელმა ამ პროექტით ბევრ მოსწავლეში დაფარული ნიჭი აღმოაჩინა.
იხილეთ ფოტოები