საგურამოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
13-11-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის-„ტვინების ბრძოლა“ სასკოლო ტური ჩატარდა.

თამაშში 3 ასაკობრივი ჯგუფი ღებულობდა მონაწილეობას. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კერძოდ:

პირველ ასაკობრივ ჯგუფში (მე-3, მე-4 და მე-5 კლასი) გაიმარჯვა მე-4 კლასის გუნდმა "მერცხლები"

მეორე ასაკობრივ ჯგუფში (მე-6, მე-7 და მე-8 კლასი) გაიმარჯვა მე-8 კლასის გუნდმა "არმი".

მესამე ასაკობრივ ჯგუფში ( მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასი) გაიმარჯვა მე-12 კლასის გუნდმა "ცისფერყანწელები".

საგურამოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს შემდეგ, რეგიონალურ ტურში, წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203