უდის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
13-11-2019
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის, ადიგენის მუნიციპალიტეტის, უდის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
კლასის ხელმძღვანელი ნ. გზირიშვილია.
ბავშვებმა მხატვრული ლექსები და სიმღერები შეასრულეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მონტაჟებიც, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში თვითშემოქმედების უნარის, ურთიერთთანამშრომლობისა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას.