„მათ ასახელეს სკოლა, კლასი, ოჯახი“- სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა IZRUNE.GE-ს „ოქროს დიპლომები“ დაიმსახურეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, ალექსანდრე შაინიძემ, დავით დოლიძემ და სანდრო შარაშიძემ, Izrune.ge-ს 27 ოქტომბრის შემაჯამებელ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება და „ოქროს დიპლომი“ დაიმსახურეს.„მათ ასახელეს სკოლა, კლასი, ოჯახი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და კვლავაც გამარჯვებას ვუსურვებთ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მეორე კლასის მოსწავლეები
Izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაებნენ.
„ყველა მოსწავლემ გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი. ისინი სისტემატიურად ასრულებდნენ
Izrune.ge-ს სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. ამგვარმა მეცადინეობამ საგრძნობლად აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, მათ მოუხდათ ბევრი საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიება და ცოდნის დონის გაუმჯობესება“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მეორე კლასის დამრიგებელი მადონა ავალიანია.
ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ
Izrune.ge-ზე ყოველი თვის ბოლო კვირა „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“. ამ დღეს მოსწავლეები პორტალზე შემაჯამებელ ტესტს გადიან.
იხილეთ ფოტოები