სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ზარზმის და ჭულეს მონასტრები მოინახულეს
13-11-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით ექსკურსია მოაწყეს. 

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა ადიგენის რაიონში მდებარე ისტორიული ძეგლი - ზარზმის და ჭულეს მონასტრები მოინახულეს. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული ექსკურსია მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის გაცნობას და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა  მიზნად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203