
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „ლილე“ შეიქმნა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეკოკლუბი ჩართულია ახალგაზრდული გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“.
ამ პრემიის ფარგლებში კი სკოლა სხვადასხვა საინტერესო პროექტებს და აქტივობებს (მაგ: დედამიწის საერთაშორისო დღეების აღნიშვნა, ლაშქრობა, სოციალური პროექტი და ა.შ.) ახორციელებს.