ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა
13-11-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - ბარაქიანი შემოდგომა ჩატარდა.

VI კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო შემოდგომის ფერადი ფოთლებით მორთეს. ასევე წარმოადგინეს ხილი. ღონისძიების დასასრულს კი ამოავლეს ჩურჩხელები.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და მაყურებელს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნაირა მელიქიძე ხელმძღვანელობდა.

„ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!“-განაცხადა ღონისძიების დასასრულს კლასის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს ზეიმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203