ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოქალაქევის ტურისტული ადგილები დალაშქრეს
13-11-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგნის მასწავლებელთან, თამარა ქობელაშვილთან და მშობლებთან ერთად, საგან „მე და საზოგადოების“ პროექტის - „ლაშქრობა“ ფარგლებში, ნოქალაქევი დაათვალიერეს.

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლაშქრობა მოიცავდა ნოქალაქევის ტურისტულ ადგილების დალაშქვრას: „გოგირდოვანი - თერმული ბუნებრივი წყლები, რომელიც თავისი ღირსებებით წყალტუბოსა და მენჯის სამკურნალო წყლებს არ ჩამოუვარდება; ტეხურის მიმდებარე  ტყის გაცნობას, რომელიც ბუნების ხელთუქმნელი სურათია ასწლოვანი ხეებითა და ფერდობებით; მდინარე ტეხურის ხეობა, რომელიც ადამიანის თვალსა და გულს ახარებს; ნოქალაქევის არქეოპოლისი იგივე ციხე-გოჯი, სადაც უხვადაა უძველესი კოლხური ცივილიზაციის ნაშთები“.

სკოლის ადმინისტრაცია კლასის ხელმძღვანელის, თამარა ქობელაშვილის, სახელით მადლობას  უხდის მე-4 კლასის მშობლებს თანამშრომლობისთვის, რადგან ეს პროექტი მათი თანადგომით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203