ირემაძეების საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია
13-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის მერაბ ჭელიძის სახელობის ირემაძეების საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ედელვაისი 9-12 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში კონკურს-ფესტივალზე ოქროს შემოდგომა“ მიიწვიეს.

ანსამბლს სულხან ფასანიძე ხელმძღვანელობს.

ქორეოგრაფიული ანსამბლი მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგა და პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.

ანსამბლის წევრები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და საჩუქრებით.  

სკოლის დირექცია ულოცავს ირემაძეების საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203