ძველი ხიბულის საჯარო სკოლას მათემატიკის ორი ახალი პედაგოგი ჰყავს
13-11-2019
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის საჯარო სკოლას მათემატიკის ორი ახალი პედაგოგი ჰყავს.

პედაგოგები ბელა ადონია და ნინო ჯიშკარიანი სკოლაში ვაკანსიის საფუძველზე აიყვანეს.

მათ  სკოლის დირექცია და პედაგოგები შეხვდნენ და სკოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პედაგოგებთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მათ მოსწავლეებისა თუ სკოლის შიდა განაწესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

ძველი ხიბულის საჯარო სკოლა პედაგოგებს წარმატებებს უსურვებს

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203