„არა ძალადობას“ - თემაზე ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს
15-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „არა ძალადობას“ დისკუსია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრეს. მათ თანატოლებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები, განიხილეს პრეზენტაციებში წარმოდგენილი თემები და ფოტოები.
დისკუსიის დასასრულს მოსწავლეებმა უყურეს ფილმს - „ჩაანაცვლე ბულინგი, მეგობრობით“.
ამ ფორმით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ უთხრეს ძალადობას არა!