ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღე მოსწავლეებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა განსაკუთრებულად მიულოცეს
18-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით რადიოკვანძში ლექსები წაიკითხეს და მასწავლებლებს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათ ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა, პროფესიული წინსვლა და განვითარება უსურვა.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203