ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს შიდასასკოლო ინტელექტუალურ თამაშში დაუპირისპირდნენ
14-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლეები ერთმანეთს შიდასასკოლო, მეგობრულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული და საინტერესო თამაშის გამარჯვებული X კლასის მოსწავლეები გახდნენ.
ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი თინიკო ქობულაძე იყო.
სკოლა მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.