ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებისგან ბლიც-ინტერვიუ აიღეს
13-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის - „სწავლანის“ წევრებმა, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისაგან ბლიც-ინტერვიუ - „13 კითხვა“ აიღეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლების როლებიც მოირგეს და გაკვეთილები ჩაატარეს.
„ლიტერატურული კლუბის წევრებმა მასწავლებლებისაგან აიღეს ბლიც-ინტერვიუ „13 კითხვა“ და 11 ოქტომბრის გაკვეთილები ჩაატარეს, რითაც მოსწავლეებმა საკუთარ თავზე იწვნიეს მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომისა და მოღვაწეობის მადლი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.