ზვარეს საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის თემაზე ღონისძიება გაიმართა
12-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის - „სწავლანის“ წევრებმა ღონისძიება ჩაატარეს.

„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ეკოლოგიური საფრთხეებისა და ბუნების დაცვის შესახებ.

ბავშვებმა გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციებიც წარმოადგინეს, რასაც მსმენელების მხრიდან დაინტერესება მოჰყვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203