ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ჭადრაკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრეები ფუნქციონირებს
12-11-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის ოქტომბრიდან ჭადრაკისა და ი.ს.ტ-ის წრეები აქტიურად მოქმედებს.
წრეების მუშაობაში მე-5 კლასის მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულნი.
როგორც ჭადრაკის, ასევე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწრეო მუშაობის ფარგლებში V კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი საინტერესო შემეცნებით თემებზე უტარდებათ.
საწრეო მუშაობას პედაგოგი ზაზა ლიკლიკაძე ხელმძღვანელობს.