სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში ეროვნული გმირის-ზაზა დამენიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
12-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში ეროვნული გმირის-ზაზა დამენიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირის-ზაზა დამენიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: ზაზა დამენიას თასის გათამაშება ფეხბურთში, ღია გაკვეთილი თემაზე „იქართველეთ ქართველებო“, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წლების წინათ აქ სწავლობდა თურმე“.

ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის „ზაზა დამენია, საქართველოს ეროვნული გმირის“ ჩვენება.

„ზაზას მეგობრებმა, თანამებრძოლებმა და სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203