ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრე - „რეფლექსია“ წარმატებით ფუნქციონირებს
12-11-2019
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრის - „რეფლექსია“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
საწრეო მუშაობის თემატიკა შეეხებოდა ლ და რ ბგერებზე მუშაობას. მოსწავლეებმა ამ ბგერების შემცველი სიტყვებისა და ენის გასატეხების სწორად წარმოთქმაში ივარჯიშეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაო შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და მასში ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ.