
ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს საჯარო სკოლაში ჩატარდა მცირე გრანტით გამარჯვებული სამოქალაქო განათლების პროექტის პრეზენტაცია „ახალგაზრდები ცვლიან გარემოს“.
„მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სამოქალაქო განათლების პროექტებში, მათი მონდომებით და აქტიურობით სკოლას გაუკეთდა შემოსასვლელი ბილიკი, ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები, სოფლის თვითმართველობა, რესურსცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, პროექტის მიზანია თემის წარმომადგენლებში, მშობლებსა და მოსწავლეებში კორპორატიული პასუხისმგებლობის დანერგვა, ცნობიერების დონის ამაღლება და სათანადო უნარების განვითარება, ასევე სკოლის პრობლემების მოგვარების პროცესში თემის აქტიურად და ეფექტურად ჩართვა.
მხარეებმა შეაჯამეს განვლილი პროცესები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, განიხილეს პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
იხილეთ ფოტოები