სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
12-11-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის ოთხ მოსწავლეს, ცხრა კლასის წარმატებით დასრულებისთვის, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.

მოსწავლეებმა კომპიუტერები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში მიიღეს, რომელიც 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203