გუბისწყლის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
12-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუბისწყლის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

კერძოდ კი უფროსი მასწავლებლები გახდნენ ხათუნა ჩირგაძე და მაკა ჯიქიძე-გორდულაძე.

სკოლა მასწავლებლებს ულოცავს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203