პატრიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე - „ვისწავლოთ ფრენბურთის თამაში“ სახალისო გაკვეთილი ჩაუტარდათ
12-11-2019

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პატრიკეთის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა შოთა იმნაძემ  მე-8 კლასში ჩაატარა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე ვისწავლოთ ფრენბურთის თამაში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გააკეთეს მოთელვითი ვარჯიშები, შემდეგ დაიყვნენ ორ ჯგუფად და ფრენბურთში ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ სპორტულ შეჯიბრში. მათთვის გაკვეთილი სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203